სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ისრითის საჯარო სკოლაში VII კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
30-05-2022
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა. ღონისძიება VII კლასის მოსწავლეთა ინიციატივით ჩატარდა. 

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ისრითის საჯარო სკოლაში VII კლასის მოსწავლეების ინიციატივით და ნინო მასწავლებლის მხარდაჭერით, გაიმართა საინტერესო ღონისძიება „საქართველოო ლამაზო...“ ღონისძიებაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე. ასევე შესრულდა საქართველოს ჰიმნი, პატრიოტულ თემატიკაზე დაწერილი სიმღერები და ლექსები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება