სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეების ჯადოსნური თავგადასავალი ისტორიულ კოლხეთში
30-05-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და საგნობრივ ცოდნას საინტერესო კლასგარეშე აქტივობებით ამყარებენ.

გოგოლესუბნის საჯარო სკოლის V, VI, VII, VI კლასის მოსწავლეთა ჩართულობით განხორციელდა სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია - „მოგზაურობა ისტორიულ კოლხეთში“ (სენაკი-არქეოპოლისი-საბავშვო არქეოლოგია, თერმული წყლები,  მარტვილი-დადიანების საზაფხულო სასახლე, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი), რომლის ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი შორენა ჟღენტი. შემეცნებითი ექსკურსია კი მოსწავლეებისთვის წარსულის ჯადოსნურ ლაბირინთებში მოგზაურობას ჰგავდა... 

„სკოლის სახელით მადლობას ვუხდით  ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლებს: ნინო ჯოლიასა  და  ანა  გვასალიას,  ბატონ  გიორგი  წურწუმიას თბილი მიღებისთვის,  სასიამოვნო და საინტერესო მეგზურობისთვის. ვუსურვებთ  წარმატებებს!

მადლობა სკოლის დირექტორს ქალბატონ მაია გოგიბერიძეს და  კლასების ხელმძღვანელ მასწავლებელს  ნინო  გიორგაძეს ექსკურსიის წარმატებით განხორციელებაში თანადგომისა და მონაწილეობისათვის!

და რაღა  თქმა უნდა განსაკუთრებული  მადლობა VIII კლასის მოსწავლეებს: ანი ჩიჩუას  და  მარიამ  ორჯონიკიძეს შემეცნებითი აქტივობების ორგანიზებისა და წარმატებით განხორციელებისთვის!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება