სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, ახალი თაობა იტყვის თავის სათქმელს“- ქუთაისის N36 სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
30-05-2022
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ნაციონალური სამოსი მოირგეს და საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოადგინეს. შეასრულეს ცეკვები და დამსწრე საზოგადოებას 26 მაისი მიულოცეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც იდგა ქართველი ერი.   
ამ უმნიშვნელოვანესი დღის აღსანიშნავად სკოლამ არაჩვეულებრივი ღინისძიება გამართა, სადაც ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა გოგო-ბიჭებმა გამორჩეული სისათუთით წარმოადგინეს საქართველოს თითოეული კუთხე მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისებებითა და კულტურით, ლამაზი სუფრითა და ცეცხლოვანი ქართული ცეკვა-სიმღერით მიოულოცეს დამსწრე საზოგადოებას საქართველოს უმთავრესი ეროვნული დღესასწაული - 26 მაისი.
გვჯერა, ახალი თაობა იტყვის თავის სათქმელს და განათლებით, სიდინჯით, ერთმანეთის გვერდით დგომითა და შრომისმოყვარეობით ღირსეულად დაიცავს ამ მონაპოვარს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება