სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
30-05-2022
-
+


დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემა „ქართლის პირველი მეფე ფარნავაზი" თანამედროვე საქართველოს ცხოვრებას დაუკავშირეს. 

გაკვეთილი პედაგოგ ელისო ჯანელიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

მოასწვლეებმა შემდეგი საკითხები მიმოიხილეს:

  • ქართლის მამასახლისი სამარა;
  • ალექსანდრე მაკედონელის სარდლის აზონის ლაშქრობა ქართლში;
  • დედასთან ერთად კავკასიონის მთებში გახიზნული ფარნავაზ მეფის ცხოვრება;
  • ფარნავაზისა და აზონის დამეგობრება;
  • ფარნავაზის სიზმარი;
  • ნადირობა და განძის პოვნა;
  • ჯარის აღჭურვა და ჩრდილოელკავკასიელი მთიელების დაქირავება;
  • ქუჯისთან ერთად აზონის დამარცხება;
  • ქართლის მეფის მიერ გატარებული რეფორმები.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

გარდა ამისა, მესამეკლასელმა მარიამ გიორგაძემ თანაკლასელებს პრეზენტაციის სახით, გაუზიარა თუ როგორ შეხვდა  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მშობლებთან და ახლობლებთან ერთად. 

„მარიამმა აღნიშნა, რომ გაიცნო და დაუმეგობრდა აგვისტოს ომის გმირის - თემურ  ბოკუჩავას შვილს, მერვე კლასის წარმატებულ მოსწავლეს - ალექს ბოკუჩავას, რომელიც izrune.ge-ის აქტიური მონაწილეა.

დაათვალიერა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა გამოფენა. მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ნამუშევარმა, რომელზეც საქართველოს დროშის ფონზე აგვისტოს ომის გმირი - გიორგი ანწუხელიძე იყო გამოსახული.
ნახა ყვავილებით შემკული, სამშობლოსათვის თავდადებული გმირების მემორიალი. დაათვალიერა სამხედრო მუზეუმი და სანთელი დაუნთო სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ხსოვნას.
გაეცნო საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასა და მისი თანამებრძოლის - მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი სპექტაკლის აფიშას.
პედაგოგი ელისო ჯანელიძე თვლის, რომ მომავალი თაობა უნდა იცნობდეს საქართველოს როგორც ძველ, ისე თანამედროვე მატიანეს. ისინი უნდა აღიზარდონ როგორც თავდადებული წინაპრების, ისე თანამედროვე გმირების მაგალითზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება