სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წიგნები მიმოიხილეს
30-05-2022
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა „ანა ფრანკის დღიური“, „ტომ სოიერის თავგადასავალი“ და „ბიძია თომას ქოხი“ მიმოიხილეს. 

განხილვა ყვარლის წმინდა ილია მართლის სახლ-მუზეუმის ეზოში მოეწყო. 

მოსწავლეებმა საკუთარი აზრები კითხვა-პასუხის რეჟიმითა და არგუმენტურებული მსჯელობით გამოხატეს. სხვადასხვა აქტივობა გამართეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში არსებობს მკითხველთა კლუბი „შემოქმედი“, რომელიც აქტიურად ფუნქციონირებს. მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მზია ბაიდოშვილის მიერ რეკომენდირებულ წიგნებს მთელი წლის განმავლობაში კითხულობდნენ.

„მწერალი, რომელიც კარგად წერს, ისტორიის არქიტექტორია“,- წერს ჯონ დოს პასოსი. არქიტექტურა კი მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს. მაშასადამე, ლიტერატურული სამყარო არის მთელი კაცობრიობისა და ცალკე ადამიანის ურთულესი „კომპლექსი", რომლის შეცნობა-დათვალიერება შესაძლებელია წიგნის წაკითხვის მეშვეობით.
ყვარლის მე-2 საჯარო სკოლის მკითველთა კლუბი „შემოქმედი" სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად ეწეოდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ქ-ნ მზია ბაიდოშვილის მიერ რეკომენდირებული მხატვრული წიგნების წაკითხვა, განხილვა, გაანალიზებას, ურთულესი არქიტექტურული ლაბირინთის დერეფნებში უსრულ მოძრაობას ახალ-ახალი ისტორიების შესაცნობად.
მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარების გარდა, ყალიბდება ლიტერატურული გემოვნება. ყურადღებას ამახვილებენ უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებზე, განასხვავებენ მისაღებ და უკუსაგდებ ქცევებს. ლიტერატურაზე მუშაობით, პერსონაჟების განხილვით შესაძლებლობების ფარგლებში, ასაკობრივად შეიცნობენ ადამიანის სულს და ფსიქოლოგიას.
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან შექნილმა კომიქსებმა, შედგენილმა კროსვორდმა და წარმოდგენილმა ინსცენირებამ.
მოსწავლეებმა პერსონაჟები ინდუვიდუალური სულიერი თვალით შეაფასეს, რაც მიუთითებს მათ პიროვნულ ზრდა-განვითარებაზე, ლუტერატურის დანიშნულებაც ხომ სწორად ეს არის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება