სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 სკოლის I კლასის მოსწავლეებმა წარმატებული სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაასრულეს
30-05-2022
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. მათ სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. 

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. კლასის დამრიგებელი მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძეა. 

მოსწავლეებს პირველი კლასის დასრულება სკოლის დირექტორმა შოთა ჯინჯიხაძემ მიულოცა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებთან ერთად, დისტანციურ სწავლებაში შვილებისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი მშობლებმაც დაიმსახურეს.

„ამაღლებული განწყობით დაემშვიდობნენ სკოლას და საყვარელ მარინა მასწავლებელს. მათ ხალისიანი განწყობით, ცეკვებით და სიმღერებით გაამხიარულეს მშობლები და მასწავლებლები. ღიმილა გოგო-ბიჭებს პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცეს დამრიგებელმა და სკოლის დირექტორმა, ბატონმა შოთა ჯინჯიხაძემ. მათ წინსვლა და წარმატებები უსურვეს პატარებს და სიგელები გადასცეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილე ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება