| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის მოსწავლეები „ქიმიის ფესტივალში“ მონაწილეობდნენ.
ფესტივალი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა. მას უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორები და სტუდენტები მასპინძლობდნენ.
მოსწავლეებმა ლაბორატორიები დაათვალიერეს და მონაწილეობა ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებაში მიიღეს.
ისინი აქტივობაში დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდმებით ჩაერთნენ.
„ღონისძიების ფარგლებში, სახალვაშოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტერაქციულ გამოფენაში მონაწილეობდნენ“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა