სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, იმიტირებულ სასამართლო პროცესზე, ბრაკონიერებს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა „მიუსაჯეს“
30-05-2022
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარეს. 

განსახილველი თემა „ბიომრავალფეროვნება“ იყო. მოსწავლეებმა შესაბამისი როლები მოირგეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

მათ ბრაკონიერების არსებითი საქმე განიხილეს, რომელთაც ბრალად ედებოდათ, დაცულ ტერიტორიაზე, საქართველოს „წითელ ნუსხაში'' შეტანილი ცხოველის, მურა დათვის მკვლელობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლემ ბრაკონიერებს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„მათ  წარმოადგინეს საქმეში არსებული მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზისა და საგამოძიები დასკვნები, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოსამართლემ გამოიტანა საბოლოო განაჩენი.
მოსწავლეებს აუმაღლდათ გარემოსდაცვითი ცნობიერება, მათთვის ნათელი გახდა  გარემოსათვის მიყენებული  ზიანი, როგორც დანაშაული,  განსაკუთრებით, ბრაკონიერობა დაცულ ტერიტორიაზე და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობაზე. რის შედეგადაც, უკეთესად გაიაზრეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა ცოცხალი სამყაროსთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილე ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება