სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბიოტექნოს“ წევრები მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს
27-05-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბიოტექნოს“ წევრები მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში „მწვანე ბიზნესი ჯანდაცვის პრომოციისთვის“, გადაიღეს. 

ეკოკლუბის წევრები მეგობარ სკოლასთან ერთად ბიოაგრო მცენარეთა დაცვის ორგანიზაციას ეწვივნენ. მათ ლექცია-სემინარი ბიომეურნეობის, ჯანსაღი კვებისა და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღების გზებზე მოისმინეს. 
გარდა ამისა, მათ პრაქტიკული სამუშაოც შეასრულეს. მათ ჯეჯილს წვენიც დაამზადეს და მიირთვეს. 

მოსწავლეებს მასპინძლობა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რუსუდან კვარაცხელიამ და ასისტენტმა ლევან კიკილაშვილმა გაუწიათ.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„ხშირად გვსმენია ჯანსაღ კვებაზე და მის აუცილებლობაზე. ჯანსაღ პროდუქტის წარმოებაზე და მის სარგებლობაზე. ჩვენ ეკოკლუბ „ბიოტექნოს“ წევრები მიწვეული ვიყავით მეგობარ სკოლასთან (დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლა პედაგოგი ირმა ღანიაშვილი) ერთად ,,მწვანე ბიზნესი ჯანდაცვის პრომოციისთვის“ ორგანიზებით.
ვესტუმრეთ ბიოაგრო მცენარეთა დაცვის ორგანიზაციას. ვესტუმრეთ ლაბორატორიას და ასევე, შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო ბიომეურნეობის საცდელი სადემონსტარციო ნაკვეთის ტერიტორიაზე გავაკეთეთ ხელოვნური ლანდშაპტის დიზანი „მზის სხივი“, მულჩირება გავუკეთეთ ბოსტნეულს. 
ჩვენთვის თეორიულად ნაცნობი იყო რა სასარგებლო თვისებები აქვს ჯეჯილის წვენს, რომ ის სასწაულმოქმედია და მალე მთელ მსოფლიოს მოიცავს. 
ეკოკლუბი ,,ბიოტექნო“ კვლავაც გააგრძელებს მდგრადი განვითარების მიმართულებით ინოვაციურ მიდგომებს, დავნერგავთ ჩვენს ოჯახებში და გადავცემთ მიღებულ ინფორმაციას ჩვენს ახლობლებს.. როგორ მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ვიკვებოთ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებით და  ვიყოთ ჯანმრთელები, როგორც ამბობს ფილმში ეკოკლუბის აქტიური და წარმატებული მოსწავლე მარიამ წიქარიშვილი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება