TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „დავითიანში“ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გარდამტეხ თარიღებს შემეცნებითი აქტივობა მიუძღვნეს
27-05-2022
-
+


ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანში“ მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლაში შემეცნებითი აქტივობა მოეწყო. ისტორიის პედაგოგმა, ეკატერინე რეხვიაშვილმა სკოლის თვითმმართველობასთან ერთად მეექვსე - მეცხრე კლასებს გააცნეს ინფორმაცია თემებზე - „1956 წლის 9 მარტის ტრაგედია“,  „1978 წლის 14 აპრილი (დედაენის დღე)“ და „1991 წლის 9 აპრილი (საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება)“.

პრეზენტაციის დასასრულს მოეწყო ვიქტორინა აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით. გამარჯვებული დაჯილდოვდა სიმბოლური პრიზით, სკოლის ეზოში გამოიფინა მოსწავლეთა მიერ შესრულებული პოსტერები და პლაკატები.

სკოლა „დავითიანის“ ეზოში მოიხატა საქართველოს რუკა, რომლის საზღვრებშია აფხაზეთი და ცხინვალი და ეს გამოიხატა არა წითელი ფერით არამედ ნათელი ფერებით. ამისათვის აქტივობის დასასრულს მოსწავლეებმა სურვილები გაუშვეს ცაში: მშვიდობა უსურვეს უკრაინას და საქართველოს.

„მართლა გასაოცარია ის ფაქტი, რომ შევძელით XX საუკუნის მოვლენების დაკავშირება XXI საუკუნის მოვლენასთან, უკრაინაში, სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერები და უკრაინის დროშის ფერებით დავუკავშირეთ ერთმანეთს, ამდენი ემოციის დატევა ნამდვილად შეუძლებელი იყო.

XX საუკუნე ისტორიაში შესულია „ხანგრძლივად“, რაც გამოწვეულია ამდენი სისხლისღვრისა და ტერორის შედეგად. საქართველომ აგრესია თავის თავზე საკმაოდ მძიმედ გამოსცადა, საქართველო შეუძლებელია გაყოფილი იყოს „მავთულხლართებით“ შეუძლებელია საქართველოში იყოს ოკუპირებული ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს ერთმანეთის ნახვა არ შეეძლოთ, ეს ხომ ზვიადისეული საქართველოა! აქ ხომ ზვიად გამსახურდიამ გააჟღერა სიტყვები: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!!“, -განაცხადა ისტორიის პედაგოგმა, ეკატერინე რეხვიაშვილმა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება