TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯიმითის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საქართველოს ისტორია გააცოცხლეს
27-05-2022
-
+


26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა გურჯანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლაში. II, VIII და X კლასების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პოსტერები თუ კედლის გაზეთები გამოფინეს; II კლასის დამრიგებელი გახლავთ ნანა გეთიაშვილი; X კლასის ხელმძღვანელია ელზა დარჩიაშვილი, VIII კლასის დამრიგებელი კი თეა ჯაფოშვილია.

„პედაგოგებმა, მოსწავლეებთან ერთად, კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ჩვენი ქვეყნის არცთუ შორეული წარსული. აღნიშნულ აქტივობაში აქტიურად ჩაერთო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი - მარი კირკიტაძე. მოსწავლეებსა და პედაგოგებს მადლობას ვუხდით საინტერესო აქტივობის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად აღვნიშნავთ. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ისგან საქართველო ოფიციალურად 1991 წლის 9 აპრილს გათავისუფლდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ წელს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა შეიქმნა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ -დამოუკიდებლობის ისტორიული აქტი, ნოე ჟორდანია.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა. ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ორმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ - მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩასახულმა ეროვნულმა მოძრაობამ და პირველმა მსოფლიო ომმა - განაპირობა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„სიხარული, ღიმილი და ბავშვური ემოციები – სწორედ ასეთი დღეები გვილამაზებს ბავშვობას!“
 
პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას
 

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება