სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელეთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
27-05-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლის მე-9 კლასში ეროვნული ფასეულობების გაღვივების მიზნით, ისტორიის მასწავლებლისა (ლ. ჭინჭარაშვილი) და კლასის ხელმძღვანელის (ლ. მაისურაძე) ერთობლივი მუშაობით, საქართველოს მთავარი ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობასა და დამოუკიდებლობის არსზე ისაუბრეს. გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. ასევე გაიმართა საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაცია. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სასკოლო ფორმების ფასი ძალიან დაბალი იყო, ამიტომ ბაზრის კვლევა თავიდან ჩატარდება

 

 

გამოცდებში გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადების მიღება დაიწყო - დეტალებს NAEC ავრცელებს

მინისტრის მოადგილე სტიპენდიებთან დაკავშირებით ცვლილებებს აანონსებს - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლის დამრიგებლებისთვის - განაცხადის გასაკეთების ბოლო ვადა და დეტალები ცნობილია

პიროვნება

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები
​პროექტის მიზანი იყო რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ხელოვნური ინტელექტის შესახებ
 
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება