TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედანისა და ცოდნის ზეიმი - ბოლნისის N1 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება, საყვარელ მასწავლებელთან ერთად იზეიმეს
27-05-2022
-
+


სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა წარმატებით დაასრულეს.

პირველმა მასწავლებელმა, მზია დვალიძემ მოსწავლეთა ცოდნას სიღრმისეული საფუძველი ჩაუყარა, რომელსაც ახალს დააშენებენ და სამომავლოდ მწვერვალებსაც დაიპყრობენ, მანამდე კი 1-ელიბ კლასის მოსწავლეებმა „ანბანის გაცილების“ საღამო მოაწყვეს. 

მზია დვალიძის პროფესიონალიზმის შესახებ, მისი მოსწავლის მშობელი და დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი გვიყვება და აღნიშნავს, რომ ქალბატონი მზია მისი შვილისა და მისი თანაკლასელებისთვის ღირსეული პედაგოგის ეტალონია.

„ეს ის დღე გახლავთ, როდესაც შეუცნობლად თუ გაუთვითცნობიერებლად, გრძნობ თავს ერთი ეტაპით მაღლა, საკუთარ ასაკთან მიმართებაში. თითქოს ერთ ეტაპით უახლოვდები საკუთარი ქვეყნის ერისა და რწმენის სიყვარულს. დღე - როდესაც ათვითცნობიერებ რომ მამულის სიყვარულს ერწყმის, სწავლის განვითარების ეტაპები... „გახსოვდეს ვისი გორისა ხარ“!, ამას მოუწოდებს ქართველთა ადათი და ჩვენც ამ დევიზით მივდივართ წინ, ისე რომ წარსულს არ ვემიჯნებით. სწორედ, ამ ეტაპობრივი სვლით ვავლენთ, ურთიერთ პატივისცემით სიყვარულით, პატრიოტიზმით.

პედაგოგი მზია დვალიძე, სწორუპოვარი სულისკვეთებით ბავშვებს წვრთნის ცხოვრების სიღრმისეულ გააზრებასთან ერთად... „ჩემი პირველი მასწავლებელი“ მზია მასწავლებელი ჩემი შვილისთვის და მისი თანაკლასელებისთვის ღირსეული პედაგოგის ეტალონია, ჩემთვის როგორც რიგითი ქართველისთვის, ადათ- წესებზე აღზრდილი ადამიანისთვის კი გახლავთ ქალისა და დედის ეტალონი, მამულიშვილობისა და დიდსულოვნების მაგალითი... მისგან მოსწავლეები იღებენ იმ შენაკადს, რომელსაც მშობლიური „ნანინა“ ჰქვია. დღევანდელი დღე მისთვის და მისი პატარებისთვის არის ზეიმი იმ ახალი სამყაროში და გარემოში, რომელსაც სკოლის სივრცე და ამ სივრცეში დედანის ზეიმი ჰქვია! გილოცავთ ბავშვებო, მეორე კლასში გადასვლას, თქვენ საოცრად მშრომელ და პასუხიმგებლობით აღსავსე პედაგოგთან ერთად... შევხვდებით სამყაროს ზღაპრულ ფერებში, ერთ ეტაპით გაზრდილი, გალაღებული და გაბრწყინებული თვალებით!“,- წერს ნინო დოხტურიშვილი.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება