| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებში, რათა მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო იყოს თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, საინტერესო და მიმზიდველი.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში ჩართული პედაგოგების ორგანიზებით საინტერესო გაკვეთილები ჩატარდა.
„USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში ჩართულმა დაწყებითი საფეხურის ლიდერმა მასწავლებლებმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ასოცირებულ პროფესორს, ბატონ ვლადიმერ (კახა) ადეიშვილს უმასპინძლეს.
მასწავლებლები ძალასა და ენერგიას არ იშურებენ სკოლაში სიახლეებისა და ახალი მიდგომების დასანერგად, რომელიც მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარს. გაკვეთილები საინტერესოდ წარიმართა“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა