სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ უნდა შეფასდეს სსსმ მოსწავლე წლის ბოლოს?
14-05-2022
-
+


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმირი სხვა მოსწავლე, თუმცა მათთვის არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც.

თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე და ის მოსწავლე, რომელიც წარმატებით ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება შესაბამისი ქულით.

სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისთვის.

შესაძლებელია თუ არა სსსმ მოსწავლის შეფასება მაშინ, როცა ის არ ესწრება გაკვეთილებს და არ აქვს შეფასება საგნებში?

სსსმ მოსწავლეთა შეფასებისას მულტიდისციპლინური გუნდის წინასწარი დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია:

  • სსსმ მოსწავლე გადავიდეს მომდევნო კლასში იმ შემთხვევაში, თუ ის, დასკვნის საფუძველზე, არ ესწრება ერთ ან რამდენიმე საგანს და არ აქვს შეფასება შესაბამის საგანში/საგნებში.
  • სსსმ მოსწავლის წლიური ქულა გამოანგარიშდეს საგნის/საგნების ერთი სემესტრის შეფასების საფუძველზე.

მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. აღნიშნული წესი სსსმ მოსწავლეებზეც ვრცელდება. ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება კი ხდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება