სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პირობა დადეს, რომ იქნებიან ქართული ენის დამცველნი“- ქუთაისის N17 სკოლის I კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღეს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს
05-05-2022
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლის I5 და I7 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საინტერესო აქტივობით დააგვირგვინეს.

მოსწავლეებმა ქართული დამწერლობისა და ენის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, კალიგრაფიული გამოფენა და სხვა საინტერესო აქტივობები გამართეს. ისინი ბოლოს სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

მათი კლასების ხელმძღვანელები ანა კაკიტაძე და იზაბელა ჭეიშვილი არიან.

„მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული დამწერლობის ცვლილებებზე საუკუნეების განმავლობაში, იმსჯელეს დედა ენისა და ქართული ენის მნიშვნელობაზე , წაიკითხეს ლექსები, გააყვავილეს ხე, იდუმალი ყუთიდან ამოიღეს თითოეულ ასო-ბგერაზე საგნები, მოაწყვეს კალიგრაფიული გამოფენა.
მოსწავლეებმა პირობა დადეს, რომ იქნებიან ქართული ენის დამცველნი და ქომაგნი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება