სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N17 სკოლის III კლასის მოსწავლეთა გასვლითი სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა
05-05-2022
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლის III1 კლასის მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს და ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ. 

მოსწავლეები მუზეუმებში დამრიგებლის მედეა ადეიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ. 

ვიზიტი საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. მესამეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და ცოდნაც გაიღრმავეს. 

„შემსუბუქდა რეგულაციები და ჩვენც განვაახლეთ ცოცხალი ურთიერთობები, რადგან „ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო“.
მოსწავლეებმა თავადაც ისაუბრეს მათთვის ცნობილ საკითხებზე და მოისმინეს მეტი ინფორმაცია, დასვეს საინტერესო კითხვები. მათი ინტერესი სრულად დააკმაყოფილეს არაჩვეულებრივმა მასპინძლებმა, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით მათ.
აღფრთოვანებული პატარები გულწრფელად გამოხატავდნენ ემოციებს. აი, ამის ამსახველი ფრაზები : „თავი სიზმარში მგონია“, „ამ საოცარ ინსტრუმენტებს რომ ვხედავ, სურვილი მიჩნდება, რომ შევეხო და დავუკრა“.... და ეს გულითადი სურვილი იმწამსვე რეალობად იქცა, კიდევ ერთხელ და მრავალგზის მადლობა საოცარ ქალბატონს.
კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაციებითა და ემოციებით დატვირთული დაუვიწყარი დღე ჩაიწერა ჩვენი კლასის ისტორიაში. მადლობა მესამეკლასელებს დიდი დაინტერესებისთვის, მშობლებს და სკოლის ადმინისტრაციას ხელშეწყობისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება