სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 2 მაისიდან იწყება - დეტალები
30-04-2022
-
+


პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2022 წლის 2 მაისიდან იწყება და 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

2022 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს ორასზე მეტი დასახელების პროგრამაზე მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან მოქმედებს ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში მათი საჭიროებების გათვალისწინებით.

წელს გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. კერძოდ, აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული დიპლომი, რომელიც სურვილის შემთხვევაში სტუდენტებს უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

გაზრდილია დუალური პროგრამების რაოდენობაც. აღნიშნული პროგრამები ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით, რაც პროფესიის რეალურ სამუშაო გარემოში დაუფლებას გულისხმობს.

სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. სახელმწიფო დაფინანსება, ასევე, ვრცელდება კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ დაწესებულებებში მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული დარგების შესაბამისად. სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე.

2022 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ვებგვერდზე – vet.emis.ge.

პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დარეკოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან გააგზავნოთ შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება