სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლაში 9 აპრილსა და დედაენის დღეს ღონისძიებები მიეძღვნა
13-04-2022
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოწინავეა. სკოლის დირექტორის, ისლამ მამედოვის ხელმძღვანელობით მოსწავლეთა პროგრესული განათლებისთვის ყველაფერი კეთდება.სკოლაში მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ახალი თაობის არაფორმალურ განათლებას ისახავს მიზნად.

სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა, რომელთა შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას საზოგადოებას ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგი ნარგიზი ბლუაშვილი უზიარებს.

„აპრილი სხვადასხვა ღირსშესანიშნავი თარიღებით არის დატვირთული; 9 აპრილს მოსწავლეებმა საკუთარი ინიციატივით სტენდი განაახლეს. ინტერნეტში მოიძიეს და თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს ინფორმაცია ამ დღეს ტრაგიკულად დაღუპული გმირების სახელობის ქუჩების შესახებ.. ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის სახელობის მემორიალი.  

ქართული ენის დღისთვის მზადებაც ორი კვირით ადრე დაიწყეს. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა - „ანბანთქების" ღონისძიება გამართეს. თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს მხატვრულად მომზადებული „ქართული ანბანი“, გამართეს კონცერტი. უფროსკლასელებმა შეადგინეს კედლის გაზეთის პროექტი - მაკეტი. გაინაწილეს დავალებები და პასუხისმგებლობა. შეიმუშავეს პროექტის განხორციელების ვადები. 

კედლის გაზეთის სპეციალური გამოშვების მიზანი იყო ქართული ენის პოპულარიზაცია არაქართულენოვან რეგიონში. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. კედლის გაზეთის - „პროგრესის“, სპეციალური გამოშვება საყოველთაო მოწონებას იმსახურებს“, - აღნიშნულია პედაგოგის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება