სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

„ისწავლეს ინტერნეტ-რესურსების გამოყენება და აზროვნება მეტად შემოქმედებითი გაუხდათ“- დირექტორები მესამე თაობის ესგ-ზე
13-04-2022
-
+


მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს. განათლების სამინისტროს განმარტებით, მისი მიზანია, სასწავლო გეგმა სრულად იყოს ორიენტირებული მოსწავლის პიროვნულ, სასწავლო გარემოს და სხვადასხვა უნარების განვითარებაზე.

Etaloni.ge დაინტერესდა რა შეიცვალა სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით, როგორ აისახა მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე და არის თუ არა ახალი მიმართულებით მუშაობა კომფორტული; ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად კი სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.

მაკა ქავთარაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი:

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით ვფიქრობ, სწავლის ხარისხი გაუმჯობესდა. მეტი მნიშვნელობა მიენიჭა კითხვისა და წერის სტრატეგიებს, რადგან სკოლებში ამ კუთხით საკმაოდ რთული სიტუაცია იყო. ასევე, ძალიან კარგი სიახლე, რაც დაინერგა არის კომპლექსური დავალებები, თუმცა მშობლებთან გვაქვს გარკვეული წინააღმდეგობები ამ საკითხთან დაკავშრებით... ზოგი რთულად ერკვევა და აქედან გამომდინარე, მათი თანადგომა ნაკლებად არის გამოხატული. პედაგოგები, სიახლეებს შეჩვეულები ვართ და ახალ გამოწვევებს ვერგებით.

ჟუჟუნა ლობჯანიძე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

საკმაოდ ბევრი სიახლე დაინერგა, თუნდაც კომპლექსური დავალებების კუთხით და ამ მხრივ ბავშვები ხელოვნდებიან. ძალიან კარგი, სწავლა კეთებით, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები საინტერესო და ამავდროულად, შემეცნებით პროდუქტებს ქმნიან. ასევე, მასწავლებლებს ყოველდღიური გეგმების შემუშავება აღარ სჭირდებათ. ეს მათთვის დიდი ტვირთი იყო, ახლა მონახაზს აკეთებენ თითოეული გაკვეთილისთვის თუ რა უნდა გააკეთონ, აღარ სჭირდებათ თემატური გეგმების გაწერა და ა.შ. მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას, პირადად მე, დადებითად ვაფასებ.

პაატა ბურძგლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება და არაერთი სიახლე ინერგება. მოსწავლეები საკუთარი ხელით ცდილობენ სხვადასხვა პროდუქტების, კომპლექსური დავალებების გაკეთებას. ახლა გამოყენებით ცოდნას მეტი ყურადღება ექცევა. დადებითად ვაფასებ ამ სიახლეების დანერგვას; ვფიქრობ, ყველა დეტალის გამოჩენას დრო უნდა და რაღაც პერიოდის განმავლობაში უკეთესობისკენ უფრო შეიცვლება ყველაფერი.

ანა მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, გარკვეულწილად სწავლის ხარისხი გაუმჯობესდა, რადგან მოსწავლეები კომპლექსური დავალებების ფარგლებში მეტ მასალას იძიებენ და მათი ცოდნა მხოლოდ სახელმძღვანელოზე დამოკიდებული აღარ არის. ისწავლეს ინტერნეტ-რესურსების გამოყენება და აზროვნება მეტად შემოქმედებითი გაუხდათ. ისწავლეს, რომ მხოლოდ წიგნიდან დაწერა საკმარისი არ არის და თავისი აზრი უნდა დააფიქსირონ, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა.

თინათინ ბიჭოლაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლის დირექტორი:

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით შეიცვალა ის, რომ ბავშვები კეთებით სწავლობენ. ფაქტიურად, საბაზო საფეხურის ჩათვლით, როდესაც კომპლექსურ დავალებებს ამზადებენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდ მასალას ეცნობიან. და შემდეგ, როდესაც პრეზენტაციის თუ პროდუქტის შექმნის პროცესზე გადავლენ ბავშვები შემოქმედებით ცოდნას ავლენენ, ცოდნას თავს უყრიან და კრიტიკულად აზროვნებას სწავლობენ. მოსწავლეების სწავლის ხარისხზეც დადებითად აისახა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სიახლე გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ სკოლა ცვლილებების მისაღებად ყოველთვის მზად არის. პედაგოგებიც მოტივირებულები არიან, იმისთვის, რომ სამუშაო პროცესში სიახლეები დანერგონ. შესაძლოა დასაწყისში გარკვეული დისკომფორტი იყოს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ტრენინგები ძირითადად დისტანციურად მიდის, მაგრამ მასწავლებლები სიახლეებს იღებენ და მიღებული შედეგი სიამოვნებას ანიჭებთ.

ამირან დობორჯგინიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენს ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში შემოვიდა კომპლექსური დავალებები, რომელიც ნამდვილად მოსწავლეზეა ორიენტირებული. ეროვნული სასწავლო გეგმა ვფიქრობ, დღევანდელ მიდგომებს მოსწავლესა და მასწავლებლის მიმართ ზუსტად ასახავს. ეს სიახლეები მოსწავლეზე ორიენტირებულია, რადგან ინდივიდუალური მიდგომებია შემუშავებული და თითოეული ბავშვის შესაძლებლობები გათვალისწინებული. ეს ყველაფერი კი მასწავლებელთა გადამზადებას ითხოვს და შესაბამისი ტრენინგებიც მიმდინარეობს. ყველაფრის კარგად წარმართვას მხოლოდ პანდემიური მდგომარეობის გამო შექმნილი სიტუაცია უშლის ხელს. სამწუხაროდ, მოსწავლეების ნაწილი გადასულია ონლაინ სწავლებაზე, მთელი სკოლაც იყო ერთი პერიოდი მსგავს სიტუაციაში და სწავლების ხარისხზე ამან ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა. ზოგს მიაჩნია, რომ დისტანციური სწავლება ხარისხს არ აკნინებს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ბავშვი მერხთან სულ სხვაა... უკუსვლა ნამდვილად არ არის, მაგრამ არც ისეთი წინსვლაა როგორსაც ველოდი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება