| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლაში პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ფარგლებში, ინგლისურ ენაში მორიგი აქტივობა განხორციელდა.
მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგმა, ნათია კოხოძემ, ბავშვების კვების უპირატესობის წარმოჩენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, შეჯიბრი „იკვებე სწორად“ მოაწყო.
შეჯიბრი ითვალისწინებდა კვების მნიშვნელობის გააზრებას და ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებას.
შეჯიბრში მონაწილე გუნდებიდან გამოვლინდა გამარჯვებული. მათ გაითამაშეს ინსცენირება და დამსწრე საზოგადოებას დაურიგეს მათ მიერ შექმნილი საინფორმაციო ფლაერები.
შეჯიბრის ბოლოს ჯგუფებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
აღნიშნულ აქტივობას ესწრებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ლიდერობის ექსპერტი ნანა გიორგობიანი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა