| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეზე - 2 აპრილს აღნიშნავს. სწორედ ამ კეთილი მეზღაპრის დღესთან დაკავშირებით, ხონის N2 საჯარო სკოლაში, მე-4ა კლასში, ინტეგრირებულ კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.
ქართულის მასწავლებლის, ლეილა ჯიშკარიანის დავალებით, ბავშვებმა წაიკითხეს ანდერსენის ზღაპრები. გაკვეთილებზე მოსწავლეები განიხილავდნენ წაკითხულ ზღაპრებს, მსჯელობდნენ, გამოხატავდნენ გულწრფელ ემოციებს პერონაჟების მიმართ, თანაუგრძნობდნენ, აკრიტიკებდნენ.
ხელოვნების გაკვეთილებზე (მასწავლებელი ია კინწურაშვილი) ბავშვებმა თავისი ხელით შექმნეს სხვადასხვა დეკორაციები, დახატეს საყვარელი პერსონაჟები, გააცოცხლეს ეპიზოდები სხვადასხვა ზღაპრებიდან.
კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე (მასწავლებელი თამარ ხენკელი) მოსწავლეებმა ტექსტურ რედაქტორში-Word ელექტრონულად შექმნეს საყვარელი ზღაპრის წიგნის ყდის ილუსტრაციები, აგრეთვე დაამზადეს სიგელები, რომლითაც პრეზენტაციაზე რჩეული გუნდები დააჯილდოვეს.
კომპლექსური დავალების პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები, მათი ცოდნა მასწავლებელმა ვიქტორინით შეამოწმა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა