| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლა მუდმივად ეხმიანება მნიშვნელოვან თარიღებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეებმა ამჯერად ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩაატარეს და კიდევ ერთხელ გაეცნენ და გაიხსენეს 9 აპრილის იტორიული მოვლენები.
უფრო ვრცლად, სკოლაში ჩატარებული აქტივობების შესახებ ინფორმაციას, ველევის საჯარო სკოლის „ეტალონი“ მასწავლებელი თეონა მაცაბერიძე გვაწვდის.
„ველევის საჯარო სკოლაში 9 აპრილი აღინიშნა, როგორც თავდადებისა და გამარჯვების დღე. მასწავლებლები და მოსწავლეები 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის კუთხესთან შეიკრიბნენ, გაიხსენეს 33 წლის წინათ თავისუფლების მოედანზე დატრიალებული ტრაგიკული მოვლენა, ბრძოლას შეწირული უდანაშაულო ახალგაზრდები, რომელთა თავდადებას მალე გამარჯვება, დამოუკიდებლობის გამოაცხადება მოჰყვა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, თავისუფლებაზე და მოისმინეს მორის ფოცხიშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. გმირთა სულების ნათელსაყოფად აანთეს სანთლები და აღნიშნეს, რომ მათი თავდადება სამაგილოთა ყველასათვის“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა