სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ისტორიული პარალელები - ტუნაძეების საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს
11-04-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის, ტუნაძეების საჯარო სკოლაში, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა, ისტორიის პედაგოგ - ირინა შავაძესთან ერთად, ღონისძიება ჩაატარეს. 1989 წლის 9 აპრილი და ის გმირები გაიხსენეს, რომლებიც არ შეუშინდნენ მაშინდელი საბჭოთა არმიის სისატიკეს, თავი გასწირეს სამშობლოს თავისუფლებისათვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის და ეს ბრძოლა მანამ გაგრძელდება, ვიდრე ბოლო რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას!

გამომსვლელებმა გაავლეს პარალელები დღევანდელ რუსეთ-უკრაინის ომს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და აგრეთვე 1992-1993 წლების აფხაზეთისთვის ომს შორის!

2 550 ჯარისკაცი, 6 ჯავ­შან­ტრან­სპორ­ტი­ორი, დე­სან­ტის 8 საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, 4 სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა და 2 სა­ნი­ტა­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი 10000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ. 1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ასობით ადამიანი დაჭრეს და დაასახიჩრეს, ათასობით კი მოიწამლა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება