სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„როდემდე უნდა უხადოთ, მასწავლებლებო, ფული ამ არაფრისმომცემ ორგანიზაციას?“ - პედაგოგები პროფკავშირის წინააღმდეგ
07-04-2022
-
+


პედაგოგების ნაწილი, პროფკავშირის მუშაობით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ მათ უფლებებს სათანადოდ ვერ იცავენ. მეტიც - ისინი ამბობენ, რომ ორგანიზაციას არ დაუჭერია მხარი მასწავლებლებისთვის... ვრცელდება წერილი, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ქვემოთ მოყვანილი სიტყვები ვინმე მთავრობის წარმომადგენელს კი არ ეკუთვნის,  არა. ის განათლების პროფკავშირად წოდებული ორგანიზაციის ხელმძღვანელის სიტყვებია: აი, რას ამბობს სტატუსდაკარგულ პედაგოგებზე: „მხოლოდ 20-30 წლის წინ მიღებული დიპლომით 21-ე საუკუნის მეთოდოლოგიის მასწავლებელი ვერ ასწავლის სკოლაში“. თავად როდის დაირეგულირა ამ ადამიანმა პროფესია?

ესეც მისი სიტყვებია: „რამდენჯერმე შეიცვალა გამოცდის ვადები, რამდენჯერმე მოხდა შეღავათების დაწესება და ამისთვის მადლობას ვუხდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს“!  ბევრი ამნაირი შეფასება გააკეთა მან იმ ადამიანებზე, ვინც საწევროებს ვუხდიდით და ვინც კიდევ უხდის.  ძალიან ბევრჯერ უძღვნია ქება-დიდება ყოფილი და ახლანდელი მთავრობისთვის სპმთ-პს პრეზიდენტს მაია კობახიძეს. რაც ის არაფრისმომცემი და უმაქნისი ორგანიზაციის ხელმძღვანელია, მისი მხრიდან ვერცერთ კრიტიკას ვერ გაიხსენებთ. 

როდემდე უნდა უხადოთ მასწავლებლებო, ფული ამ არაფრისმომცემ ორგანიზაციას? ხომ დადგა დრო მოგვბაძოთ და დატოვოთ მისი რიგები, ან თავად ამნაირი პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვოთ.  ნუ გაქვთ ილუზია, რომ ის ვინმეზე ზრუნავს საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნების გარდა. არათუ ზრუნავს, პირიქით, იმათ ებრძვის ვინც ხმა აიმაღლა ჩვენ დასაცავად და ათასნაირ ტყუილსა და ჭორს ავრცელებს. გამოფხიზლდით, ძვირფასო კოლეგებო, გადახედეთ მის გავლილ გზას და დაინახავთ, რომ არასდროს არ დაუჭერია მხარი პედაგოგისთვის. სამაგიეროდ ყველა მინისტრს ტაშს უკრავდა და ყველა მათგანის პოლიტიკას მიესალმებოდა, არადა, ყველა მათგანს რადიკალურად განსხვავებული ცვლილებები შექონდა პედაგოგებთან დაკავშირებულ ვითომ რეფორმებში. არასდროს გაუპროტესტებია არც ცალკეული და არც მასობრივი დევნის ფაქტები. თუმცა, მას სხვა გზა არ აქვს. ის ხომ ხელისუფლებისა და საჯარო სკოლების ზოგიერთი დირექტორის დახმარებით ინარჩუნებს წევრებს, რეგიონებში კი ადგილობრივი პროფლიდერების ხათრით არიან ორგანიზაციის წევრები. ამიტომ, უნდა ვკითხოთ ადგილობრივ ლიდერებს, რაში გჭირდებათ  ცენტრალური ხელმძღვანელობა და ცენტრალური აპარატი? არაფერში! და თუ არაფერში, მაშინ გაქვთ გზა, ან მოითხოვოთ რიგგარეშე ყრილობა და გადააყენოთ ჩვენი, მასწავლებლების მოწინააღმდეგე ადამიანი თანამდებობიდან, ან გამოეყოთ ცენტრალურ აპარატს და შეწყვიტოთ მათთვის ფულის ჩარიცხვა და შეურთდეთ პედაგოგთა ინტერესების ნამდვილ და რეალურ დამცველებს, რომლებიც ახლაც სრული ენთუზიაზმით იბრძვიან ჩვენთვის  ადგილობრივ ორგანიზაციებს ფუნქცია მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ გამოეყოფიან კობახიძის ცენტრალურ აპარატს. ეს უნდა გააკეთოთ მანამდე, სანამ წევრები მასიურად დატოვებემ ორგანიზაცია და როგორც ხედავთ ეს პროცესი უკვე დაწყებულიცაა. და ყველამ კარგად იცით, რომელია ჩვენი უფლებების დამცველი ორგანიზაცია და ყველა იცნობთ  ადამიანს, რომელიც წლებია მარტო  იცავდა ჩვენი  და მთელი პედაგოგების ინტერესებს. რომლის გამოც ის არაერთხელ იყო შევიწროვებული, დევნილი. იყო მუქარის ქვეშ და მა დროს პროპკავშირი ჩვენი საწევროების შეგროვებაზე იყო გადართულიი. ხომ უნდა მივხვდეთ, ასეთი ადამიანების მიმართ რომ ცილისწამებებს დაიწყებს ვინმე, ის ვერანაირად ვერ იქნება მასწავლებელების დამცველი და მასწავლებელი, რომელიც ამ ცილისწამებებს დაუჯერებს, როგორც მინიმუმ, ის უმადურია და მეტი არაფერი.

ეკა ნადირაძე
ხათუნა გიორგაძე
ლალი იობაშვილი
გიორგი კასაბური
თეა ციხელიშვილი
თამილა ხუციშვილი
მზევინარ საგინაძე
ლალი ქიზიყელაშვილი
მარი სვანიძე
მარი ცეცხლაძე
მანანა ბაქრაძე

P.S. etaloni.ge-მ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს მიმართა, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ წერილში მოყვანილი ფაქტების სისწორეზე, პასუხს აგებს წერილის ავტორი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

განცხადებების მიღება 14 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი - იხილეთ დეტალური ინფორმაცია

„მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა - თანხის გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეგეძლებათ

მასწავლებელთა გამოცდებზე პირველადი რეგისტრაცია დასრულებულია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აპლიკანტებმა გაითვალისწინონ 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მათი ნამუშევრები ასახავს ქართული ანბანის სილამაზეს, სისუფთავესა და უნიკალურობას

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული საინტერესო  პრეზენტაციებით მიულოცეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება