TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

„პერიოდი დეკემბრის ბოლომდე, რომ გადაწეულიყო უკეთესი იქნებოდა“- დირექტორები პირველკლასელთა შესახებ
06-04-2022
-
+


2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ - აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მოქალაქეთა მოთხოვნის გათვალისწინებით ერთობლივად მიიღეს. 

საინტერესოა, როგორ აფასებენ აღნიშნულ ცვლილებას საჯარო სკოლის დირექტორები და არიან თუ არა მზად, სკოლაში იმაზე მეტი მოსწავლე მიიღონ, ვიდრე აქამდე ელოდნენ. 

ბელა ოსეფაშვილი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა, კანონი ისე შეეცვლათ, რომ პირველ კლასში შესვლა შესაძლებლი ყოფილიყო იმ ბავშვებისთვისაც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მშობელს ვეუბნები, ძალიან კარგია, თუკი მათ შვილებს 6 წლის შემდეგ მოუწევთ სკოლაში მოსვლა და ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ არც 5 წელია პრობლემატური.

რაც შეეხება სკოლაში მოსწავლეების მიღებას, რა თქმა უნდა, მზად ვართ. გვაქვს საკმარისი რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე სასკოლო, რათა სექტემბრის ბოლომდე დაბადებული ბავშვები მივიღოთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ასეთები ბევრნი არ არიან. მაქსიმუმ რამოდენიმე ბავშვით გაიზარდოს წელს მომსვლელთა კონტიგენტი, ამიტომ ჩემთვის ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს.

განვმეორდები, არც ის იქნებოდა პრობლემა 31 დეკემბრის ჩათვლით ყოფილიყო, რადგან იქნება მშობელთა კატეგორია, რომლებიც იტყვიან 1 ოქტომბერს დაბადებული ბავშვებიც მიგეღოთო.


ბრძოლვერდი ჟორჟოლიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან კარგია და ვეთანხმები, ვინაიდან დღევანდელი ახალგაზრდობა ადრე მწიფდება. ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნო იქნება, თუკი სკოლაში მეტი ბავშვი მოვა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სკოლა 200 ბავშვზეა გათვლილი, ამჟამად კი 78 გვყავს. ამიტომაც, დამატებითი მოსწავლეების მიღების რესურსი ნამდვილად გვაქვს და ინფრასტრუქტურულადაც მზად ვართ.

მე-4 კლასამდე ძალიან მოწესრიგებული და ევროსტანდარტების შესაბამისი შენობა გვაქვს. იქ არის ინკლუზიური სწავლების ერთი ოთახი, ხოლო დანარჩენი ოთხი ოთახები კი I, II, III და IV კლასებისთვისაა განკუთვნილი.

ლია როსტიაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ბავშვებს და მშობლებს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ეს ასე ყოფილიყო. არ ვიცი, 1 ოქტომბრამდე თარიღის გადაწევა რამდენად კარგია... ჩემზე, რომ ყოფილიყო დამოკიდებული ან ისე დავტოვებდი, როგორც აქამდე იყო, ანდაც სკოლაში ყველა იმ ბავშვეს მივიღებდი, რომლებსაც 6 წელი 1 იანვრამდე უსრულდებათ.

ახლა, მაგალითად 2 კლასი გვაკლდა, რადგან 5 ბავშვი ვერ შეგროვდა. ეს კანონი, რომ ადრე ყოფილიყო ჩვენ ეს ორი კლასი გვექნებოდა. ბავშვების მიღებას რაც შეეხება ეს პრობლემა ჩვენ წინაშე არ დგას, რადგან მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს და რაც არ უნდა იყოს, 15 ბავშვიც არ შემიგროვდება, პარალელური კლასები არ გვაქვს.

შოთა კუბლაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის დირექტორი:

თუკი საზოგადოების ინტერესებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია და პირადად მეც არ ვარ წინააღმდეგი. უფრო მეტი პირველკლასელის მისაღებადაც მზად ვართ; ადამიანური რესურსიც გვაქვს და ინფრასტრუქტურაც კეთილმოწყობილია ჩვენ სკოლაში.

მარიამ გელაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ვისურვებდი, პირველკლასელთა მიღების რეგისტრაციის ასაკი წლის ბოლომდე - 31 დეკემბრამდე გადაწეულიყო. ეს გადაწყვიტილება მნიშვნელოვან ცვლილებას არ წარმოადგენს, უნდა გადაიწიოს წლის ბოლომდე. მეტი პირველკლასელის მიღება ჩვენთვის პრობლემას არ არის, ადგილიც გვაქვს და ინფრასტრუქტურულადაც კეთილმოწყობილია სკოლა. წელს, სკოლაში სავარაუდოდ 10 ბავშვს ველოდებით.

ნინო ჯალიაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

1 ოქტომბერი ძალიან კარგია, მაგრამ დეკემბრის ბოლომდე, რომ გადაწეულიყო უკეთესი იქნებოდა და რატომ, I კლასში შემომსვლელი ბავშვები მყავს, რომელთაც 5 ოქტომბერს უსრულდებათ 6 წელი, ან 2 ნოემბერს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობდი დეკემბრამდე გადაიწეოდა თარიღი. რესურსები, რა თქმა უნდა, გვაქვს, რათა მეტი ბავშვი მივიღოთ, მაგრამ ახალგაზრდების იმდენად დიდი გადინებაა, რომ ბავშვების კონტიგენტი გვიჭირს.


ალექსანდრა მარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლის დირექტორი:

აღნიშნული გადაწყვეტილება სწორად მიმაჩნია და უფრო რომ გადაიწიოს უკეთესიც კი იქნებოდა. ბავშვებს ერთი წელი უცდებათ, აქედან გამომდინარე ამ ცვლილებას ვეთანხმები. ჩემი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და მზად ვართ. ყოველ წელს ერთი ბავშვი შემომდის ზოგჯერ ესეც არ არის... ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ უფრო მეტი მოსწავლე მივიღოთ. 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა გვაქვს და გვყავს 30 მოსწავლე. ახლა საკმაოდ დიდი შენობა შენდება და 2022 წელს პირველკლასელები ახალ სკოლაში მოვლენ.

ნატალია კურდღელაშვილი, საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე ველოდებოდი, რომ 31 დეკემბრის ჩათვლით გადაიწეოდა, თუმცა ეს ორი კვირაც კარგია. ძალიან დიდი შეცდომაა, რომ 1 იანვრამდე დაბადებულებს არ ვიღებთ. ბავშვები 1-2 დღის გამო ზარალდებიან. ვთვლი, რომ კალენდარული წელი მაინც უფრო მნიშვნელოვანია იყოს. 15 სექტემბერი მიზნობრივი მართლაც არ იყო. სკოლაში მოსწავლეების მიღების მზაობა გვაქვს, რადგან მრავალრიცხოვანი კონტიგენტით განებივრებულები მაინც არ ვართ. სასიხარული იქნება, რაც უფრო მეტი ბავშვი შემოვა.

ცირა ბოცვაძე, გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის დირექტორი:

აღნიშნულ საკითხზე დოგმატური პასუხი არ არსებობს. ყველას აზრი, განსაკუთრებით კი მშობლების შეხედულება უნდა იყოს გათვალისწინებული. ზოგჯერ მშობელს აქვს სურვილი მისი ბავშვიც მზადაა სკოლაში შესასვლელად და ა.შ. აღნიშნული გადაწყვეტილებით სკოლაში დაინტერესებულები ვართ, რომ უფრო მეტი ბავშვი მივიღოთ, მაგრამ ამას სხვების ინტერესები არ უნდა შეეწიროს. თუ ყველა მხრიდან შეთანხმების საგანი იქნება იმ შემთხვევაშია კარგი. ინფრასტრუქტურულად მზად ვართ. სოფლის სკოლა ვართ და კონტიგენტი საკმაოდ გვიჭირს.

ნატო ჩახუნაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველკლასელთა მიღების რეგისტრაციის ასაკის 1 ოქტომბრამდე გადაწევის გადაწყვეტილებას ვეთანხმები. სკოლაში მეტი მოსწავლის მიღების მზაობაც გვაქვს, როგორც ადამიანური რესურსის გათვალისწინებით ასევე, ინფრასტრუქტურული კუთხით.


გიორგი სახვაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვთვლი რომ 1 ოქტომბრამდე კი არა, დეკემბრის ჩათვლით უნდა ყოფილიყო, თანაც მშობლებთან შეთანხმებით, სურვილი ექნებოდათ თუ არა. ზოგი ბავშვი ოქტომბერში ან ნოემბერშია დაბადებული და მთელი წელი უცდებათ. ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიანია. მოსწავლეების მისაღებად სრულ მზადყოფნაში ვართ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

შეიცვალა თუ არა ეროვნული გამოცდების კალენდარი - რეგისტრაციისა და ტესტირების ვადებს NAEC-ის დირექტორი ასახელებს

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები 16 მარტს დამტკიცდა - დოკუმენტი პროფესიული განათლების მასწავლებელს ეხება

ქორეოგრაფს, რომელმაც ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით, დაეკისრა

კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები სკოლებში უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

პროექტზე მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, გაიმდიდრეს ცოდნა და ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტიც მოიძიეს

მე-9² და მე-9⁴ კლასებში, ისტორიის მასწავლებლის - მარი გერგეშანიას ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი - „უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველები“

ფინალისტი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით

პრემიის მიზანია გამორჩეული მამაკაცების წახალისება და მათი ღვაწლის საზოგადოებრივი აღიარება

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება