სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გურიანთის საჯარო სკოლაში სამთვიანი საგანმანათლებლო პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
06-04-2022
-
+


თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში ქალთა უფლებების შესახებ გამართული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.

შეჯამდა სამთვიანი მუშაობა, ასევე გამოავლინეს ნახატების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეებიც, რომელთაც ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა, ბოლოს მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მიკროგრანტების კონკურსში.

ყველა მონაწილეს საჩუქრად მაისურები გადაეცა, რომელთაც წარწერები გენდერის თემაზე ჰქონდათ.

„კიდევ ერთი ლამაზი და შინაარსიანი აქტივობებით დატვირთული დღე ჩვენს სკოლაში. პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა - ელენე ფასიეშვილმა, მარიამ ტოტოჩავამ, თათო ბოლქვაძემ, ნინო გოგიაშვილმა და ქეთი მამულაძემ პროექტის მონაწილეებთან ერთად, შეაჯამეს სამთვიანი მუშაობა, თითოეული აქტივობა. გამოავლინეს ნახატების კონკურსში გამარჯვებულები (ქრისტინე ლიპარტელიანი, ზიზი ღლონტი, ბარბარე გურგენაძე)“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება