სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენთვის დიდი პატივია“- განმუხურის საჯარო სკოლას საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ეგზემპლარი გადაეცა
06-04-2022
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლას საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ეგზემპლარი გადაეცა. 

სკოლას წიგნი განმუხურის მკვიდრმა გურამ ახალაიამ გადასცა. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო პროექტი, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ხელით გადაწერას ითვალისწინებდა. 

სკოლა უდიდეს მადლობას უხდის გურამ ახალაიას ამ უძვირფასესი საჩუქრისათვის.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენ, ქართველები, უდიდესი კულტურისა და მდიდარი ლიტერატურის შემქმნელი ერი ვართ. ჩვენთვის რუსთაველის გენია ბევრ დიდებულ სახელთა შორის უპირველესია. „ვეფხისტყაოსანი" ისეთი საუნჯეა, რომელსაც დრო და ჟამი ვერაფერს აკლებს.
არსებობენ ჩვენი დროის ადამიანები, რომლებიც ღირსეულად აფასებენ ერის ეროვნულ განძს. გვეამაყება, რომ მათ შორის ჩვენი თანამემამულე და სოფელ განმუხურის მკვიდრი ბატონი გურამ ახალაია არის.
სწორედ ამ ადამიანის თაოსნობით, 2008 წ. დაიწყო „საუკუნის პროექტი“ ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობა. გამორჩეული მამულიშვილების ხელით გადაიწერა და მოიხატა პოემის ტექსტი. ერთ-ერთი ეგზემპლარი ბატონმა გურამმა თავის მშობლიურ სკოლას საჩუქრად გადმოსცა.
სკოლის მოსწავლეების, პედაგოგთა და ადმინისტრაციის სახელით გვინდა მადლობა მოვახსენოთ ბატონ გურამ ახალაიას და გამოვხატოთ დიდი პატივისცემა და მადლიერება მის მიმართ.

ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი ძვირფასი და ღირებული წიგნის გადმოცემა. ბატონო გურამ, მადლობა თქვენ ასეთი მამულიშვილობისთვის! გჯეროდეთ, მომავალი თაობა კვლავაც დააფასებს და გაუფრთხილდება ერის საუნჯეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება