გარდაბნის N6 საჯარო სკოლაში პირველკლასელების მისაღებად აქტიურად ემზადებიან
05-04-2022
დაკოპირებულია
-
+
გარდაბნის N6 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისა და მოსწავლეების მისაღებად აქტიურად ემზადებიან.
როგორც სკოლის დირექტორმა, გულჩოხრა გუსეინოვამ Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, 7 იქნება, თუმცა შესაძლებელია, რომ 5-6 მოსწავლე კიდევ დაემატოთ.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
აქციაში, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ოცი მოსწავლე, სკოლის დირექტორთან, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ეკა კობიაშვილთან და ბიოლოგიის მასწავლებელთან, ირინა ხვედელიათან ერთად ჩაერთო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ