TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნულებზე 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
05-04-2022
-
+


 
ერთიან ეროვნულ გამოცდებში,  საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა. 
 
რეგისტრაციის პირველადი სტატისტიკა ასე გამოიყურება:
 
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის დარეგისტრირდა 2 500-ზე მეტი სტუდენტი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის დარეგისტრირდა   9 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი.
 
საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება. 
 
2022 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტს დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდა. გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა მოამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.naec.ge
 
აქვე, შეგახსენებთ, რომ 14 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება რეგისტრაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება