სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ კაპანაძემ ახალგაზრდა დიპლომატის ტიტული დაიმსახურა 
05-04-2022
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში ბევრი აქტიური, ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სხვადასხვა პროექტებში ხშირად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, მარიამ კაპანაძემ მშობლიური სკოლა ასახელა. მარიამი 2020 წელს პროექტში - „How does the EU work“ ჩაერთო და საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა ასოციაციის წევრი გახდა.

ამავე პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 26 - 31 მარტის ჩათვლის პროექტის ჯგუფი ბრიუსელში „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“, ორგანიზაციასთან ერთად გაემგზავრნენ.

„28 მარტს დავესწარით ღონისძიებას ევროპარლამენტში. ახალგაზრდა დიპლომატებს მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დავსწრებოდით ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციებს და წარგვედგინა ჩვენი ნამუშევრები. მე ჩემს გუნდთან ერთად წარვადგინე თემა „Youth in politics“,  რომლის შემდეგ გაიმართა დისკუსიები. ასევე, მონაწილეობა მივიღე გამოფენაში თეა გუნთაიშვილთან და ინგა ზეიკიძესთან ერთად. გამოფენის თემა იყო „ჩვენი ხედვა ევროპას“. გამოფენა ეძღვნებოდა ოკუპაციას და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს - „არა ომს“. ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი და გადმომეცა ახალგაზრდა დიპლომატის ტიტული. ღონისძიების ფარგლებში ვესტუმრეთ ბელგიის პარლამენტს, სადაც შევხვდით ბელგიის სამეფოს სენატორს, ფედერალური პარლამენტის წევრს. ასევე, გვქონდა შეხვედრა ინოვაციების, კვლევის, კულტურის და ახალგაზრდობის სფეროში მოღვაწე კომისარ Mariya Gabriel-თან. შეხვედრები დასრულდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის საქართველოს კოორდინატორთან“, - წერს წარმატებული მოსწავლე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება