| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურსის - „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ 2021-2022 სასწავლო წლის გამარჯვებულ სკოლებს შორის მოხვდა.
სკოლის პროექტმა - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საშიშროება ჩვენს სოფელსა და სკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ მეორე ადგილი დაიკავა (საპრიზო თანხა - 800 აშშ დოლარი).
პროექტის ავტორი პედაგოგები: ნინელი-მზია ხუხია, შორენა ბუკია. მოსწავლე: ლუკა კახიანი.
პროექტის მიზანია: კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისა და რისკების შესახებ სასკოლო საზოგადოებისა და სოფელ პირველი მაისის თემში მცხოვრებთა ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა, სკოლის სახურავის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია, სკოლის ეზოში არსებული არხების ამოწმენდა და 3 არხის გაჭრა. პროექტის ფარგლებში შეკეთდება ძლიერი ქარის მიერ სკოლის სახურავის დაზიანებული ნაწილი, პროექტი ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი აქტივობები: გაიმართება სიმულაციური ვარჯიშები, დისკუსიები, ტრენინგი კატასტროფების რისკებისა და კატასტროფის დროს პირველი დახმარების შესახებ, სასწავლო ვიზიტი ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურში. პროექტის განხორციელების შედეგად ამაღლდება სასკოლო საზოგადოებისა და თემის ცნობიერება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შედეგად და ხელი შეეწყობა სკოლის მედეგობის გაზრდას.
ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში მოისმინეს პროექტის მიზნების შესახებ. სკოლის დირექციამ კი მიულოცა და მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი