სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „დავითიანის“ მე-6 კლასის მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის შთამბეჭდავი გაკვეთილი
04-04-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანის“ მე-6 კლასში ქართულ ენასა და ლიტარატურაში გავკეთილი ჩვენი დროის გმირების შესახებ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ზოგადად გმირის ფენომენის შესახებ ისაუბრეს, ასევე, შექმნეს ნახატი და ყურადღება უკრაინაზე გაამახვილეს. 

ისინი გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„საიდან ჩნდებიან გმირები? ისინი ჩვენ შორის ცხოვრობენ. ძველი დროის გმირების უსასრულოდ ჩამოთვლა შეგვიძლია, ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნებში კი ყოველი მეორე გაკვეთილი სწორედ იმ გმირებს ეხება, რომელთა წყალობითაც დღეს ფეხზე ვდგავართ. ეს იქნება - ფარნავაზ მეფე, ვახტანგ მეფე, თევდორე მღვდელი თუ სხვა. ლიტერატურა ისტორიის გარეშე არაფერია, ისტორია კი ლიტერატურის. დღეს ახალი ისტორია იწერება ჩვენ თვალწინ, უკრაინა ოქროს ასოებით თავის სახელს წერს ისტორიის ფურცლებზე, სიტყვა გმირზე ალბათ ახლა ყველას უკრაინელი ერი ახსენდება დაუფიქრებლად, რა თქმა უნდა, არც ჩვენი მე-6 კლასი აღმოჩნდა გამონაკლისი.
ისეთი გულანთებულები მუშაობდნენ მოსწავლეები თავიანთ პრეზენტაციებზე, რომელშიც ჩვენი დროის გმირები უნდა წარმოედგინათ, რომ დამატებითი გაკვეთილიც კი მოვთხოვე დირექციას, მათი ეს ფაციფუცი რომ არ შემეწყვიტა. მე ეს თაობა იმედს მაძლევს, მჯერა და მწამს, რომ სწორედ ეს პატარები იქნებიან ჩვენი წინამძღოლები ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება