| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.
„დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! არა ომს! ჩვენ მშვიდობა გვინდა!“ - ეს იყო სკოლის მოსწავლეების მთავარი გზანილი.
მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია უკრაინის დროშებით ხელში დააფიქსირეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებელ ფონდში თანხაც გადარიცხეს.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.
„სკოლა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მის მოსახლეობას. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა სოლიდარობის აქციით გამოხატეს თავიანთი პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინელი ხალხისა და თანატოლების მიმართ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი