სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ ეკოკლუბელებმა მასწავლებლის როლი მოირგეს და უმცროსკლასელებს ინგლისური ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში დაეხმარნენ
04-04-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ ინგლისური ენა პრიორიტეტულია და მისი შესწავლა პირველივე კლასიდანვე ხდება.

დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტული მიზნებია: მოსწავლის ენობრივი ცნობიერების ამაღლება; ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება; ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება.

დაწყებით საფეხურზე სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი ამოცანაა თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლება. მოზარდებმა უნდა შეიყვარონ უცხოური ენის სწავლის პროცესი. ენის შესწავლას სიძნელეები ახლავს თან. პატარებს უჭირთ სახლში დამოუკიდებლად მუშაობა.

ეკოკლუბ „ანაბასისის“ წევრებმა გადაწყვიტეს უმცროს მეგობრებს ენის შესწავლაში დაეხმარონ. ეკოკლუბელებმა ყველაზე უკეთ იციან კონკრეტულად სად და რა უჭირთ პატარებს ინგლისური ენის შესწავლის ამ ეტაპზე. ეს პერიოდი მათ უკვე გავლილი აქვთ. მათ გადაწყვიტეს უცხოური ენის სწავლების ოთხი მიმართულებიდან დაეწყოთ, ერთ-ერთზე მუშაობა - ზეპირი მეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი), ზეპირი მეტყველება აერთიანებს ორ სამეტყველო აქტივობას (მოსმენას/მოსმენა - ყურებასა და ლაპარაკს) და ამ სამეტყველო აქტივობათა თანმხლებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეს უადვილებს საკომუნიკაციო მიზნების მიღწევას. ამ ეტაპზე მოსმენას, როგორც უცხოური ენის ათვისების მთავარ არხს, პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება.

ეკოკლუბელებმა კონსულტაცია გაიარეს, როგორც თავის ინგლისურის პედაგოგ, ეკატერინე ჩაჩიბაიასთან, ასევე დაწყებითი კლასების ინგლისურის პედაგოგ, სალომე კაკაურიძესთან. რესურსად აირჩიეს რამდენიმე წუთიანი ინგლისურ ტიტრიანი კომიქსები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სიტყვიერ ჯაჭვში ბგერების, სიტყვების, მარტივი წინადადებების მოსმენით გარჩევას; უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ჟღერადობებზე სმენის გამახვილებას, რაც აუცილებელია გაგების უნარისა და სწორი გამოთქმის ჩამოსაყალიბებლად. რადგან ტექსტებს ახლდა თვალსაჩინო მასალა მოსწავლეებს გაუადვილდათ ტექსტის გაგება.

შეხვედრა იყო პროდუქტიული, როგორც მესამე კლასელებისათვის, რადგან მათი ლექსიკური მარაგი ინგლისურ ენაში გამდიდრდა, ასევე ეკოკლუბელებისათვის; მათ კარგად მოირგეს „მასწავლებლის“ როლი, იმუშავეს საჭირო უნარების გამოსამუშავებლად, მოახდინეს საკუთარი ძალების შეფასება. დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ინგლისური ენის ზეპირ მეტყველების გაუმჯობესების მიმართულებით.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება