სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დავანახეთ ჩვენი კეთილგანწყობა - ამით მოვიპოვეთ მათი ნდობა“- ფარიზის საჯარო სკოლის დირექტორი მშობელთა ნდობის მოპოვების შესახებ
01-04-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზის საჯარო სკოლის დირექტორი მაია გაბიძაშვილი მასწავლებლებისა და დირექტორის მხრიდან მოსწავლეთა მშობლების კეთილგანწყობის მოპოვების შესახებ საუბრობს. 

მისი თქმით, სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა აუცილებელია და მოსწავლეებზე დადებითად აისახება.

დირექტორი აღნიშნავს, რომ პროცესში მშობელთა ჩართულობის დეფიციტი იყო, რის აღმოსაფხვრელადაც მთელი რიგი ღონისძიებები გაატარეს. მოიწვიეს მშობელთა კრება, რათა გაეგოთ, თუ რა იყო ამის მიზეზი. მშობელს შეავსებინეს კითხვარი, რითიც რამდენიმე ასპექტი გამოიკვეთა. კერძოდ, მშობლებმა არ იცოდნენ, როგორ უნდა ჩართულიყვნენ პროცესში; არ იცოდნენ, როგორ ეზრუნათ შვილების განვითარებაზე და არ იცნობდნენ მშობლებისათვის განკუთვნილ ლიტერატურას. 

მაია გაბიძაშვილის თქმით, სიტუაცია აღმოფხვრილია და დღესდღეობით, სასკოლო ცხოვრებაში მშობლები აქტიურად ერთვებიან, რაც მოსწავლეების მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზეც დადებითად აისახა. 

„მრავალწლიანი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში, ყოველთვის ვგრძნობდი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის დეფიციტს. მშობლები მხოლოდ მშობელთა კრებებზე მოდიოდნენ სკოლაში, ან ჩვენს მიერ მომზადებული ღონისძიებების სანახავად.

ვცდილობდით, რომ მშობლები იმგვარად გაგვეაქტიურებინა, რომ მათ ჩართულობას მოსწავლეთა წიგნიერების დონე გაეზარდა. მოსწავლის სწავლის შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც მასწავლებელი და მშობელი ერთად მსჯელობენ, გეგმავენ, ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას ბავშვის საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

გავარკვიე მშობელთა ნაკლები ჩართულობის მიზეზები. მოვიწვიეთ მშობელთა კრება. ვთხოვეთ მშობლებს კითხვარის შევსება. კითხვარის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მიზეზი: 1. მშობლებმა არ იციან, რა გზით შეიძლება ჩაერთონ სასწავლო პროცესში. 2. არ იციან, როგორ იზრუნონ შვილის განვითარებაზე (მხოლოდ გაკვეთილების მომზადებით შემოიფარგლებიან). 3. არ იცნობენ ლიტერატურას მშობელთა ჩართულობაზე.

ყველა მათგანმა გამოთქვა მზადყოფნა, უფრო მეტი დრო დაეხარჯა შვილის ინტელექტუალურ განვითარებაზე.

„მშობლებთან შეხვედრები ახლა იმართება არა მხოლოდ პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ მომავალი ერთობლივი აქტივობების დასაგეგმავადაც“ - სწორედ ამ მიზნით იყენებენ ყველა შეხვედრას დამრიგებლები მშობლებთან..

სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ქულებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა…

დავანახეთ ჩვენი კეთილგანწყობა – ამით მოვიპოვე მათი ნდობა“,- ამბობს სკოლის დირექტორი მაია გაბიძაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

როგგორ და სად უნდა მიიღოთ პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდი - ინსტრუქცია

 2026 წელს emis-ის უფროსს მოადგილეების რაოდენობა 2-ჯერ გაუზარდეს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა

გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ

 

 

სასწავლო წლის მიწურულს თეატრალურმა კლუბმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი სამყარო გააცოცხლა

მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დრო სასარგებლოდ და ხალისიანად გაატარეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება