„მშვიდობა მსოფლიოს!“ - ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს
31-03-2022
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხისა და თანატოლებისადმი თანადგომის ნიშნად აქტივობები სლოგანების - „არა ომს!“, „არა ოკუპაციას!“, „მშვიდობა უკრაინას!“, „მშვიდობა საქართველოს!“ და „მშვიდობა მსოფლიოს!“ ფონზე განახორციელეს.
მოსწავლეებმა თანადგომის ნიშნად სპეციალური ბანერები და ნახატები შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგსა თუ თანამშრომელს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გული შესტკივათ და კეთილ სურვილებს, ომის სულ მალე დასრულების გზავნილებს უგზავნიან.