| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლე მარიამ ჯვარშეიშვილმა საჯარო გამოსვლის კონკურსში გაიმარჯვა.
Public Speaking-ის კონკურსი English Speaking Union-ის ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსს ესწრებოდა და ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. წელს კონკურსის თემა იყო - Our real choices are made without us realizing it.
„ძალიან დიდი გამოცდილება იყო ეს კონკურსი ჩემთვის და ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაზე დიდი თავდაჯერება და საკუთარი თავის რწმენა ჩვენი სკოლის დებატკლუბმა მომცა, ისეთ სერიოზულ თემებზე ვდებატობთ და მერე სხვებს ვედებატები, რომ ეს დიდ თავდაჯერებას მაძლევს. ასევე დუბაიში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობამაც შემძინა უდიდესი გამოცდილება და ეს ყველაფერი დამეხმარა დღევანდელ გამარჯვებაში. ახლა დებატების კონკურსისთვის ვემზადები და ერთი სული მაქვს როდის მოვა ეს დღე“,- აღნიშნავს მარიამ ჯვარშეიშვილი.
სკოლა მოსწავლეს წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.
დებატკლუბს „პროგრესში“ სოფო ბოლქვაძე ხელმძღვანელობს.
იხილეთ ფოტოები:„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი