სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები ზესტაფონის დღის ცენტრს ესტუმრნენ
30-03-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ სამოქალაქო განათლების და ეკოკლუბის წევრები ზესტაფონში არსებულ დღის ცენტრს ესტუმრნენ. 

მოსწავლეებს მასპინძლობა ცენტრის დამფუძნებელმა ჟანა ფერაძემ გაუწია. მან მოსწავლეებს მუშაობის პრინციპები გააცნო, გამოფენა დაათავლიერებინა და გამოწვევების შესახებ ესაუბრა. 

ისინი დღის ცენტრს გულთბილი მასპინძლობისათვის მადლობას უხდიან. დაიგეგმა შემდეგი ვიზიტიც.

„ჩვენი თბილი მასპინძლები! ბევრი პრობლემისა და წინააღმდეგობის მიუხედავად იგი დღეს ერთ-ერთი მძლავრი ცენტრია რეგიონში, არაერთი პროექტის გამარჯვებულია, კარგად აღჭურვილი ინფრასტრუქტურით. საქმის პროფესიონალი და ენთუზიაზმით სავსე მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, თავის აღსაზრდელებს აკადემიური უნარების გარდა პროფესიულ უნარებსაც უვითარებს, აქ მათ პოლონელი ტრენერებისაგან გადამზადებული მაღალკვალიფიციური მასწავლებლები უტარებენ ისეთ თერაპიებს, როგორიცაა თომატის თერაპია და ბიოფიტბექი, ფუნქციონირებს „სამყაროს გამოცდილების ოთახი".
თანატოლების ვიზიტმა და მათი ხელთნაკეთი ნივთების საჩუქრად გადაცემამ გაახარა მასპინძლები, დაიგეგმა მომავალი ვიზიტი ორიონში. სითბო და სიყვარული უხვად გამოატანეს ორიონელებმა! მადლობა მათ გულთბილი მასპინძლობისათვის.კლუბის მეურვეები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, თამარ მალაღურაძე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება