| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პედაგოგებისთვის საგამოცდოდ რეგისტრაცია უკვე დაიწყო; მოქმედ მასწავლებლებს ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად, 50 ლარის გადახდა უწევთ, თუმცა ერთგვარი დაბნეულობა შემოიტანა თავად რეგისტრაციის პროცედურამ. ჯერ ვრეგისტრირდებით დ მერე ვიხდით თანხას, თუ ჯერ თანხას ვიხდით და მერე ვრეგისტრირდებით? - ეს კითხვა არაერთ მასწავლებელს აწუხებს, ამიტომ Etaloni.ge, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, დამატებით განმარტებას გთავაზობთ:
პროგრამა არ მოგცემთ რეგისტრაციის დასრულების საშუალებას, თუ გადახდილი არ გაქვთ ტესტირებაში მონაწილეობის საფასური;
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
რეგისტრაციის დროს გამოსაცდელი უთითებს მხოლოდ:
პირად ნომერს;
საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
საგანს, რომლის ჩაბარებაც სურს (შესაძლებელია მხოლოდ ერთი საგნის არჩევა);
სასურველ საგამოცდო ქალაქს;
გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
საგნის, სპეციალური უფროსი მასწავლებლისა და პროფესიული უნარების გამოცდებში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი. პრაქტიკოსი და სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია შესაბამისი გამოცდისათვის უფასოა.
რესგიტრაციის ბმული
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა