სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი საყვარელი ცხოველი“​ - ალმატის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
30-03-2022
-
+


ზურაბ ტურაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. კომპლექსური დავალების თემა - „ჩემი საყვარელი ცხოველი“ იყო, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა დიორამები შექმნეს.

ნიჭიერმა მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება პედაგოგის, თამარ არაბულის ხელმძღვანელობით მოამზადეს.

„დამეთანხმებით, უცხო ენის შესწავლისას, დაწყებით კლასებში ბავშვების უმრავლესობას ძალიან უჭირს გრამატიკული მასალის, ფრაზების, კონსტრუქციების, სიტყვების დამახსოვრება, ამიტომ ნებისმიერი სახის აქტივობა დაეხმარება მათ აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, რაც ბუნებრივია სწავლა - სწავლების პროცესს უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის. დიორამა არის ტექსტის მიხედვით შექმნილი სამგანზომილებიანი სცენა. დიორამის შესაქმნელად ბავშვებმა გამოიყენეს ბუნებრივი და ხელოვნური მასალები: პლასტელინი, ფერადი ფანქრები, მუყაო, თაბახის ფურცლები, კენჭები, ფიჩხები და ხავსი.  ცხოველების გაცოცხლებით მოსწავლეებმა დიდი სიამოვნება მიიღეს; ვიზუალურად აღიქვეს წაკითხული, გულით შეიგრძნეს, გაითავისეს და დაიმახსოვრეს უცხო სიტყვები. პრეზენტაციისას მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების შესახებ ისაუბრეს, თუ სად ცხოვრობს მათი საყვარელი ცხოველი, როგორია, რა უყვარს/რა არ უყვარს, ისაუბრეს თუ რატომ მოსწონდათ თავიანთ მიერ არჩეული ცხოველი.  არასდროს დამავიწყდება 9 წლის ბიჭი, რომლის თვალებშიც სითბო ჩაიღვარა, როდესაც შავ-თეთრ დეტალზე მიმანიშნა, ეს ფრინველთა მეფე - არწივია, რომელსაც კლანჭებში თევზი ყავს მომწყვდეულიო. რაც მთავარია დიორამამ ბავშვებს სწავლის ინტერესი გაუღვივა, მათი თვალები გაათბო, ტექსტები და სიტყვები უფრო ახლობელი გახადა“, - წერს პედაგოგი თამარ არაბული.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება