სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების უპრეცედენტო აქტიურობა ვიხილეთ“- თბილისის N94 სკოლაში უკრაინელებისთვის დახმარება შეგროვდა
29-03-2022
-
+


თბილისის N94 საჯარო სკოლა უკრაინას და უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

სასკოლო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით და კეთილი სურვილებით ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა. საქველმოქმედო აქციაში ყველა ერთსულოვნად ჩაერთო და ის საჭირო ნივთები შეგროვდა, რაც უკრაინელებს ესაჭიროებათ. 

აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, დირექტორი ნინო გახარია ემოციურ წერილს ავრცელებს:

„დაგეგმილ აქციაში უპრეცედენტო აქტიურობა ვიხილეთ ჩვენი მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან.. ცალსახაა, რომ აფხაზეთ და სამაჩაბლო გამოვლილ ქვეყანას ყველაზე მეტად გვტკივა ახლა უკრაინელი ხალხის ტკივილი, მათი მდგომარეობა და ყველაზე უკეთესად გვესმის მშვიდობის ფასიც.. გვინდა მადლიერება გამოვხატოთ ყველა მოსწავლის, მშობელისა და პედაგოგის მიმართ.. მადლობა ასეთი ერთიანობისთვის, თანადგომისთვის, სწორი დამოკიდებულებებისთვის... როგორი თვალებით, როგორი განწყობითა და თანაგანცდით გაჯერებული გრძნობით შემოჰქონდათ ბავშვებს საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები, საკუთარი სათამაშოები, პირადი წერილები თანატოლებისთვის; მშობლებს - წამლები, პირველადი დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ნივთები.. ვინ თანხას რიცხავდა, ვის ადგილზე მოჰქონდა და გვეკითხებოდა, კიდევ რა იყო საჭირო გასაგზავნად.. .მომიტევეთ, ყველა კლასსა და ყველა თქვენგანს ვერ ჩამოვთვლი.. უბრალოდ საქართველოს ერთი მშვიდობის მოსურნე მოქალაქის, ნინო გახარიასა, და თბილისის N94 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის სახელით გეტყვით - მადლობა მშვიდობისთვის გაღებული წვლილისთვის.. პერსონალური მადლობა ჩვენს უდიდეს ძალას, დასაყრდენს, ჩვენს მშობლებს: ფიქრია შუბლაძეს, ელისო თოლორაიას, გვანცა პაპუნაშვილსა და ეკა დანელიას, სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენელს ამინ იუნუსოვს! არა ომს!“, - აღნიშნული დირექტორის, ნინო გახარიას წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება