| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში რეციკლირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტ „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში, ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ვორკშოპი იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის - „სპექტრის“ ორგანიზებით გაიმართა. მასში მე-6 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ და მეორეულ ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინეს.
„გვიშტიბის საჯარო სკოლაში ჩატარდა აფსაიქლინგის ვორკშოპი. მე-6 კლასის მოსწავლეებმა ნარჩენებისაგან სხვადასხვა ნივთები დიდი მონდომებით და ხალისით დაამზადეს. სპექტრის წარმომადგენლებთან ერთად აქტივობის კურატორი იყო საბუნებისმეტყველო კათედრის თავმჯდომარე ცირა ბერეკაშვილი-იოსელიანი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
რეციკლირების საერთაშორისო დღე 18 მარტს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას