სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“- ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
28-03-2022
-
+


ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მე-10 კლასში ლიტერატურული აქტივობა „ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“ გაიმართა. 

ღონისძიება ონლაინ ფორმატში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაგდა ზარანდიამ ჩაატარა. მან პოემიდან რამდენიმე სტროფი წაიკითხა, შემდეგ კი მოსწავლეებმა და სხვა პედაგოგებმა განაგრძეს. 

მათემატიკის მასწავლებელმა ნინო მიმინოშვილმა ოქროს კვეთაზეც ისაუბრა და ის სტროფები წაიკითხა, სადაც ეს ხერხია გამოყენებული. 

ღონისძიებას სკოლის რამენიმე კურსდამთავრებული ესწრებოდა. „ვეფხისტყაოსნის“ კითხვაში მე-8, მე-9 და მე-6 კლასის რამდენიმე მოსწავლეც ჩაერთო.

„პედაგოგმა მაგდა ზარანდიამ წაიკითხა რამდენიმე სტროფი გენიალური პოემიდან, კითხვა განაგრძეს მონაწილეებმა,  სკოლის პედაგოგებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა კაჩმაზოვამ, მადონა კვერნაძემ, ინგლისური ენის პედაგოგმა და დირექტორის მოადგილემ ნანა კეჭყემაძემ, მათემატიკისა და გერმანული ენის პედაგოგმა მზია გაბრიჩიძემ.
ღონისძიების ბოლოს შეფასება გააკეთეს პედაგოგებმა და აღნიშნეს, რომ X კლასელების ეს ინიციატივა, სასურველია, რომ ტრადიციად იქცეს მეტი ჩართულობით, რადგან, მართლაც უდიდესი ბედნიერებაა, შეგეძლოს დედანში წაიკითხო „ვეფხისტყაოსანი“ და შეიგრძნო მთელი მისი დიდებულება. სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა რუსუდან თავიდაშვილმა მაღალი შეფასება მისცა ამ ინიციატივას, მადლობა გადაუხადა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს იმ შრომისათვის, რომლებმაც დიდი შრომის, პოეზიისადმი სიყვარულის მაგალითი აჩვენეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს დღე გახდება კარგი ტრადიციის საწინდარი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება