სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N4 სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეუერთდა
25-03-2022
-
+


ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

სკოლაში, ამჯერად სპეცმასწავლებლების, ნინო პერანიძესა და მადონა აბულაძის ორგანიზებით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აქტივობები მიეძღვნა.

„21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა და ჩვენი სკოლაც შეუერთდა ამ გლობალურ მოვლენას. სპეცმასწავლებლებმა ნინო პერანიძემ და მადონა აბულაძემ ორგანიზება გაუწიეს ღონისძიებას ინკლუზიის კაბინეტში, სადაც მე-2ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ირმა ბოჭორიშვილი), ისაუბრეს ამ დღის შესახებ და დაამზადეს პოსტერები. მე-8ა კლასის მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს ამ დღის აღსანიშნავად. გავიხსენეთ, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ Lot's of Socks, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. რატომ წინდები? - ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, იდეამ მიიღო კამპანიის სახე. წინდები დღის სიმბოლოდ იქცა მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება