სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაშურის N7 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
25-03-2022
-
+


ხაშურის N7 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

სკოლაში ამჯერად, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა თემატური პლაკატები დაამზადეს და ამ დღის სიმბოლო - ფერადი წინდები მოირგეს ხელებზე.

„ხაშურის N7 საჯარო სკოლა მხარს უჭერს დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეების სრულყოფილ ჩართვას სასკოლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დაუნის სინდრომი არ არის დაავადება. ის გენეტიკური ცვლილებაა და ყოველ 800 ბავშვში, დაუნის სინდრომით იბადება ერთი. მათ ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვთ დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. ჯონ დაუნი იყო ადამიანი, ვინც პირველმა აღწერა ეს სინდრომი და მის პატივსაცემად ეწოდა - დაუნის სინდრომი. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები“, - აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება