სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუხის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა
24-03-2022
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის და თავად, პედაგოგებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა და მიმდინარეობს. მათ შორის, სკოლისა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს წარმატებული ურთიერთობა გრძელდება, რომლის ფარგლებშიც სასკოლო საზოგადოებისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ერთ-ერთი საუკეთესო პროექტის - „საგანმანათლებლო ჰაბები, განვითარებული უნარები ძლიერი საზოგადოებისათვის“, ფარგლებში რუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (მე-5 და მე-11 კლასები) მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს როგორც ზოგადი ინგლისურის ასევე დებატების, მოლაპარაკებებისა და დიალოგის უნარ-ჩვევები.

პროექტის მიმდინარეობისას, ინგლისური ენის მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს არაერთი სათემო პროექტი, რომლებიც ეხმაურებოდა თემის საჭიროებებს. უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყოს გენდერულ და გარემოსდაცვით, ეკოლოგიურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.

პროექტი ასევე ითვალისწინებდა ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-კურსების ჩატარებას. ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობით მასწავლებლები გადამზადდნენ კემბრიჯის მასწავლებლის საერთაშორისო სერთიფიკატის (TKT) გამოცდისათვის, რომელიც ასევე წარმატებით იქნა განხორცილებული.

პროექტი ითვალისწინებდა 3-წლიან თანამშრომლობას, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პროექტის მდგრადობასთან და შემდგომ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით.

„პროექტის ყოველი ეტაპის დასრულების შემდგომ მონაწილე მოსწავლეებს გადაეცემოდათ წამახალისებელი საჩუქრები ბრიტანეთის საბჭოსაგან. ასევე ტარდებოდა შიდასასკოლო კონკურსები დებატებში, გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები სოლიდური პრიზებით (ლეპტოპები, პლანშეტი) საჩუქრდებოდნენ. პანდემიამდე პერიოდში კლუბური აქტივობები ხორციელდებოდა რუხის საზოგადოებრივ ცენტრში და სკოლაში. ეპიდვითარებიდან გამომდინარე აქტივობებმა გადმოინაცვლა დისტანციურ რეჟიმში და ZOOM პლატფორმის მეშვეობით ხორციელდებოდა. სკოლის ადმინისტრაციის, მშობლების, მასწავლებლებისა და თემის სახელით უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს ვინც უდიდესი შრომა გასწია ამ პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში: არაჩვეულებრივი გუნდის ხელმძღვანელს, ზაზა ფურცელაძეს - ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელი საქართველოში და ამიერკავკასიაში, თამუნა კვაჭაძეს - პროექტის ხელმძღვანელს, პროექტის კოორდინატორებს: მედეა ჟვანიას, გურანდა ზარქუას და ეკატერინე ფაცაციას. რუხის საჯარო სკოლის მასწავლებლების მენტორებს: ეკა ტყავაშვილს და ნონა პოპიაშვილს. ასევე მადლობა - ETAG in Georgia, ლალი მდინარაძეს და ცისანა ცისკარიძეს. ჩვენს ტრენერებს: ნატალია ბაღდავაძეს მანანა რუსიეშვილს. განსაკუთრებული მადლობა გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საქართველოში; რუხის საზოგადოებრივ ცენტრს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის ნათია შენგელიას და ხატია კვიკვინიას. ასევე, რუხის საჯარო სკოლის დირექტორს გოგი თოდუას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება