სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი და პედაგოგი ნინო კახნიაშვილი სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
24-03-2022
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში მუდამ აქტიურად არიან ჩართულნი. ამჯერად, სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

12 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია -  „დემოკრატიული მოქალაქეობა საქართველოს სკოლებში: გამოწვევები და განვითარების გზები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბანოჯის სკოლის დირექტორმა, ნინო წილოსანმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ნინო კახნიაშვილმა მოხსენებით - „დემოკრატიული სკოლა“.

კონფერენცია შეეხო დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გამჭოლად სწავლებას სკოლებში, რომელიც ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი გრანტის ფარგლებში, რომლის შედეგებიც განიხილეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა: დავით მალაზონიამ და შორენა მაღლაკელიძემ.  

პლენარული სხდომაში კი მონაწილეობდნენ: სოფიკო ლობჟანიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სკოლის დირექტორი; ნინო ჭიაბრიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ნათია ნაცვლიშვილი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან და ნათია გორგაძე - სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრიდან.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება