| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა (რეინჯერებმა) 11 იანვარს მოაწყვეს დასუფთავების აქცია - „ვიცხოვროთ სუფთა სოფელში“.
მოსწავლეებმა დაასუფთავეს სოფლის მთავარი გზა, საქონლის საძოვარი ადგილი, გასართობი პარკისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიები.
„ქუჩაში დაყრილი ნარჩენი ადამიანების მიერ აღიქმება, როგორც სიგნალი, რომ ეს სწორედ ის ადგილი, სადაც უსარგებლო ნივთების დაყრა შეიძლება. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ დიოკნისის ტერიტორიაზე, რომელიც გამოყოფილია საქონლის საძოვრად და მთავარი გზის ნაპირას მდებარეობს, სამწუხარო ფაქტია ის რომ ავტომობილებით მოსიარულე ადამიანები, პირდაპირ ნაგავს აღნიშნულ ტერიტორიაზე ყრიან, რაც განაპირობებს აღნიშნული ადგილის კიდევ უფრო დანაგვიანებას“,-აღნიშნავენ მოსწავლეები.
მოსწავლეებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ დანაგვიანება უარყოფითად მოქმედებს გარემოზე - იქნება ეს დანაგვიანება გზებზე, ქუჩებში თუ ნაგვის კონტეინერების მიმდებარედ. დანაგვიანება ასევე აბინძურებს ჰაერს, ნარჩენებიდან სუნისა და მავნე ნივთიერებების გამოყოფის შედეგად. დაბინძურებულმა გარემომ კი შესაძლოა, ხელი შეუწყოს დაავადებების გავრცელებას. ნარჩენებში არსებულმა მომწამვლელმა ქიმიკატებმა და დაავადების გამომწვევმა მიკროორგანიზმებმა შეიძლება გამოიწვიონ წყლის სისტემის დაბინძურება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას