სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 სკოლის კლუბ „შემოქმედის“ წევრებმა ლევან გოთუას დაბადებიდან 117 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „გმირთა ვარამი“ მხატვრულად წაიკითხეს
23-03-2022
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

13 მარტს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის მუზეუმ-ნაკრძალის შენობის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა ლევან გოთუას დაბადებიდან 117 წლისადმი მიძღვნილი მეტად საინტერესო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებისათვის საქართველოს ისტორიის სიღრმისეულ გააზრებას ლიტერატურის ჭრილში დ იმის შეხსენებას, რომ „ერის გათახსირება იწყება იქიდან, როცა ხალხი ივიწყებს თავის ისტორიას“.

მრავალი აქტივობის გვერდით, ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ ყვარლის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ „შემოქმედის“ წევრებმა უწყვეტ რეჟიმში, მხატვრულად წაიკითხეს.

მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელი გახლავთ მზია ბაიდოშვილი, ვინც წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომით ასწავლის მოსწავლეებს წიგნისადმი სიყვარულს და ხელს უწყობს წაკითხულის გააზრებითა და განხილვით მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას.

თითქმის საათის განმავლობაში მიმდინარეობდა „გმირთა ვარამის“ პირველი ტომის „გაცოცხლება“ და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ღონისძიება „გოთუასეული კითხვანი“ ტრადიციულად დამკვიდრდა ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისათვის. პროექტის ავტორები იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური, გრემის მუზეუმ-ნაკრძალი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება